| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ღვაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1934 წელს შევიდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში. ექვსი წლის მანძილზე ეუფლებოდა ქართული ხალხური და კლასიკური ცეკვის ხელოვნებას გამოჩენილი მასწავლებლების დ. ჯავრიშვილის, მ. ბაუერისა და მ. კაზინეცის ხელმძღვანელობით. სტუდიის დამთავრების შემდეგ იგი ჩაირიცხა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის დამსახურებულ სახელმწიფო ანსამბლში. იგი მრავალი ცეკვის შემსრულებელი იყო, ასრულებდა "დავლურს", "მთიულურს", "ოსურს", "სვანურს", "ყარაჩოხულს" და სხვა. 1947 წელს ამიერკავკასიის დეკადის დღეებში ჯ. ბაგრატიონის დადგმის მიხედვით მან ირინა ჟღენტთან ერთად შეასრულა ცეკვა "ქართული", რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 1962 წლამდე მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის დამსახურებულ სახელმწიფო ანსამბლში. სხვადასხვა დროს მისი პარტნიორები იყვნენ: ირინე ჟღენტი, ნონა გუნია, ლეილა თათეიშვილი და ნატალია ბაგრატიონი. ბევრჯერ მიუღია მონაწილეობა მოსკოვში გამართულ საპასუხისმგებლო კონცერტებში. 1956 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.267-268 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

