The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ჭელიძე

გია ჭელიძე
ოფიციალური სახელი:გიორგი ჭელიძე
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1936
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 2002  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, ჟურნალისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1958 წლიდან  საქართველოს ფილარმონიის ვოკალისტია, 50-იანი წლების ქართული ესტრადის პირველი თაობის წარმომადგენელი; ვოკალურ-ინსტრუმენტული დუეტის სოლისტი არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატია. მისი შესრულებით ბევრი მელოდია ქართულ საესტრადო "კლასიკად" შემორჩა საქართველოს რადიოს "ოქროს ფონდს"; 1962 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციის რედაქტორად; 1963 წლიდან ინიშნება ტელევიზიის "ახალი ამბების" რედაქციის რედაქტორად; საქართველოს ტელევიზიის ფორმირების პირველივე წლებიდან მისი საინტერესო რეპორტაჟები, საკავშირო თუ "ინტერვიზიის" ცნობილი სატელევიზიო პროგრამები, სხვადასხვა საკავშირო კონკურსებში აქტიური მონაწილეობა მრავალი პრემიითა და ჯილდოთი აღინიშნა; 1993-1996წწ. მოღვაწეობს აჭარაში და ხელმძღვანელობს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" აჭარის ბიუროს; იგი ინიშნება გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" სახელმწიფო პროგრამების საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად; 2001 წელს აირჩიეს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის მიერ დაარსებულ პრეს-კლუბ "პროფესიონალის" პრეზიდენტად; ხელმძღვანელობდა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობას; საინფორმაციო-საგამომცემლო და სარეკლამო უზრუნველყოფის სამსახურს; იყო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს (შტატგარეშე) მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.180

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1973-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • სერგეი მესხის სახელობის პრემია
    ხანგრძლივი, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციის ხელშეწყობისათვის

გააზიარე: