| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ქურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1929 წელს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად თეთრი წყაროს რაიონის სოფ. დიდი ენაგეთის საშუალო სკოლაში; გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის საშუალო სკოლაში; გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში; გორის ე. წ. რკინიგზის და რუსულ სკოლებში; 1944-1951წწ. იყო ქ. გორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი; გორის განათლების განყოფილების გამგე; 1954-1966წწ. მათემატიკას ასწავლიდა პედაგოგიურ სასწავლებელში და გორის N9 საშუალო სკოლაში; იყო სკკპ-ს წევრი. 1951-1954წწ. - მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს, ასევე პარტიის საქალაქო კომიტეტის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: მედალი უმწიკვლო პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს "საპატიო სიგელი" (ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში განსაკუთრებული წვლილისათვის) და სხვა. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 12/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2021. -გვ.–36-37 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

