| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ხუბაევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიულ ხელოვნებას დაეუფლა გორის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ს. ლაზარაშვილის ხელმძღვანელობით. მალე გორის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის შემადგენლობაში ჩაირიცხა. ამ ანსამბლში ცეკვის ხუთი წლის სწავლისას გაიზარდა და დაიხვეწა ო. ხუბაევის საცეკვაო რეპერტუარი, შესრულების კულტურა. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში მოცეკვავე-მსახიობად. იგი წლების მანძილზე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის (სუხიშვილების) სოლისტი იყო. მიღებული აქვს წამახალისებელი ჯილდოები, დიპლომები და სიგელები, ინდივიდუალურ შემსრულებელთა რესპუბლიკურ კონკურსში ცეკვისთვის "ხონგა" ოქროს მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი (1972). წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.291 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

