| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზეკოტა, დაბა სურამი. დაამთავრა სურამის პროფტექნიკური სასწავლებელი მექანიზატორის სპეციალობით. 1982 წელს სწავლა განაგრძო ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში. 1984-1986 წლებში ქ. მურმანსკში მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური.1986 წლიდან მუშაობდა სამხატვრო სახელოსნო-კოოპერატივ "ორნამენტში". ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე იგი ამ მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. 1992 წელს შევიდა "მხედრიონში", 1992 წლის 5 ოქტომბერს მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, იყო ოცეულის მეთაური. დაიღუპა 1992 წლის 28 ოქტომბერს ქ. ოჩამჩირეში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.259-260
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

