The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომან ჯიოევი

რომან ჯიოევი
Date of birth:18 March, 1943  (83 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას ეზიარა თბილისის ძერჟინსკის სახელობის კლუბთან არსებულ თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივში მ. და ჰ. კობეშავიძეების ხელმძღვანელობით. 1963 წლიდან ცეკვავდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში (ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე). პარალელურად სწავლობდა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში და ცეკვავდა სტუდენტურ ანსამბლში. 1964 წლიდან ჯიოევი საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წევრი იყო. იგი თითქმის ყველა ცეკვაში მონაწილეობდა და შესრულების თავისებური მანერით აწონებდა მაყურებელს თავს: " ხონგა", "სიმდი", "ფარიკაობა", "მხედრული", "ყაზბეგური" და "ლელო". დადგმული აქვს ცეკვები: "ფერხული", "ქართული", "სიმდი", "მთიულური" და სხვა ცეკვები.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.299

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: