| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა რუსთავის პროფტექნიკურ სასწავლებელი 1985 წელს. მუშაობდა თბილისის თბოელექტროსადგურში, 1985 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც დაამთავრა უმცროს მეთაურთა სასწავლებელი და მსახურობდა ასეულის უფროსის მოადგილედ. დემობილიზაციის შემდეგ, 1992 წლის მაისამდე ისევ მუშაობდა თბილისის თბოელექტროსადგურში. 1992 წლის მაისში ჩაირიცხა რუსთავის ეროვნული გვარდიის მე-12 ბატალიონში, იყო ოცმეთაური. იბრძოდა სამაჩაბლოში. 1992 წლის აგვისტოდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში. დაიღუპა 1992 წლის 1 სექტემბერს მდინარე გუმისთასთან ბრძოლაში. უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.264
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

