| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალბერტ რატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მათემატიკის მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის საშუალო სკოლაში. შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა: გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის კათედრაზე; გორის საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში (ჩაის მრეწველობის ავტომატიზაციის განყოფილება; მათემატიკური ანალიზისა და რეკომენდაციების ლაბორატორია; მათემატიკური მოდელირების სექტორი და სხვა) სხვადასხვა თანამდებობაზე; გორის N3 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად და ა.შ.; "ნიიავტომატმრეწვმში" მუშაობის პერიოდში მან, არაერთხელ დაიმსახურა დირექციის მადლობა, წარმატებული შრომისთვის სიგელები და პრემიები. ხანგრძლივ სამსახურებრივ მივლინებებში იყო შეუცვლელი თავისი საოცარი პუნქტუალურობისა და ცხოვრების დიდი პრაქტიკული გამოცდილების გამო. სიცოცხლის ბოლომდე ახალგაზრდობას გადასცემდა თავის თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.46-49
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

