| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია ბუაჩიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი ნახევარგამტარების და დიელექტრიკების სპეციალობით, ელექტრონული ტექნიკის ინჟინრის კვალიფიკაციით 1970 წელს; მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის მიზნობრივი ასპირანტურა 1979 წელს. 1972-1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, მყარი სხეულების ფიზიკის კათედრა, ელექტრონიკის ლაბორატორია, ლაბორანტი; 1974-1976წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი (ქ. მოსკოვი) სტაჟიორი; 1980-2006წწ. თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი, უმცროსი მეცნიერ მუშაკი, უფროსი მეცნიერ მუშაკი, დარგობრივი ლაბორატორია N8, სექტორის უფროსი, ლაბორატორიის უფროსის მოადგილე, ლაბორატორიის უფროსი; 2006 წლიდან არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2011 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტში: 2011-2013წწ. მიწვეული ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან ვირტუალური მოდელირების ცენტრის მე-3 კატეგორიის უგფროსი სპეციალისტი. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მონაწილეობა აქვს მიღებული 25-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციასა და საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობაში. არის 3 პატენტის მფლობელი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2011). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრტყელი მართვადი და ტალღგამტარიანი ოპტრონის შემუშავების საფუძვლლები", დაიცვა 1979 წელს, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო მონაცემთა ბაზა: institutes.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

