| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუარსაბ მაღალაშვილი![]()
ბიოგრაფიაეკუთვნოდა XIX საუკუნის 60-იანი წლების განათლებულ ქართველთა იმ ბრწყინვალე გუნდს, რომელმაც ქართული მწერლობისა და საზოგადოებრივი საქმიანობის აღორძინება-განვითარებაში დიდი ღვაწლი შეიტანა. მისი თაოსნობით ბევრი ქართული საზოგადო საქმე აღორძინდა: "იმ დროის ყოველ ჩვენს საზოგადო საქმეს თავში ედგა და შესაფერ კვალსაც ატყობდა, რისთვისაც ყოველგვარ დამაბრკოლებელ ძალას (მთავრობას) გაბედულად შეებრძოლებოდა ხოლმე". საკადრის პასუხი გასცა გაზეთ "მოსკოვის უწყებას", რომელმაც სპექტაკლ "სამშობლოს" წარმოდგენის დროს საქართველოს ეროვნული დროშა სასაცილოდ აიგდო. დიდი ამაგი დასდო სათავადაზნაურო სკოლასაც, მისივე თაოსნობით გაყვანილ იქნა რკინიგზა კახეთში. 1894 წლის 2 მაისს თბილისის სათავადაზნაურო კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგა. საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა ხანგრძლივი სამსახურისთვის ("კვალი", 1894, №25). ამავე წელს უარი განაცხადა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლობაზე. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა პეტერბურგში, სადაც რუსეთის იმპერატორის ამალაში შედიოდა კამერჰერის ჩინით. ილია ჭავჭავაძესთან ერთად სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. ილიამ მას უძღვნა ლექსი "მტკვრის პირას". თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშალი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.83; ვინ იყო შაქრო მაღალაშვილი? / თამაზ ჯოლოგუა // NAEC.GE / გამოცდების ეროვნული ცენტრი.-თბილისი, 2016.-დეკემბერი.-გვ.29-31 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

