| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სეირანი მესროფოვი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა ინსტიტუტის კლუბის გამგედ; ახალგაზრდობას უფასოდ და უანგაროდ ასწავლიდა ევროპულ (სამეჯლისო) ცეკვებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის ინსტიტუტის სასულე ორკესტრის ჩამოყალიბებაში; ამ ორკესტრის თანხლებით გამოდიოდა პედაგოგიური ინსტიტუტის კოლექტივი საპირველმაისო და საშვიდ ნოემბრო აღლუმებზე, რაც მაშინ მეტად მნიშვნელოვან და საამაყო საქმედ ითვლებოდა. ქ. გორისა და გორის რაიონის მასშტაბით, სადაც კი რაიმე კულტურული ღონისძიება ტარდებოდა (თვითშემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები, საესტრადო სიმღერები თუ ცეკვები, მუსიკალური ფესტივალები, თუ კონკურსები და ა.შ.), იგი მუდმივად ამ ღონისძიებათა ცენტრში ტრიალებდა. აქტიურად მონაწილეობდა თითქმის ყველა საქალაქო თუ სარაიონო მასშტაბის თვითშემოქმედ კოლექტივების კონკურსებში, ფესტივალებში და სხვა სადღესასწაულო საზეიმო კონცერტებში, რესპუბლიკური მასშტაბის ღონისძიებებში. რესპუბლიკურ ფესტივალებზე გორიდან წარგზავნილ კოლექტივებში უცვლელად ეჭირა თავისი ადგილი. მრავალი თეატრალური როლი აქვს შესრულებული. ფოტოხელოვნებასაც კარგად ფლობდა. დაჯილდოებული იყო მრავალი სიგელით, დიპლომით და პრიზით. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007.გვ.-101-105
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

