The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მაყაშვილი

ალექსანდრე მაყაშვილი
სხვა სახელი:სანდრო მაყაშვილი
პელეიჩი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1855
გარდაცვ. თარიღი:1908  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, თელავის რაიონი.

სწავლობდა თბილისის პირველ გიმნაზიასა და პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. რუსეთში დაუახლოვდა რევოლუციურ-ხალხოსნურ მოძრაობის ხელმძღვანელებს და მათი იდეის გამარჯვებას ხელს უწყობდა. 1876 წელს, რუსეთიდან საქართველოში წამოსვლის დროს, სამხედრო გზის სადგურებზე გაავრცელა აკრძალული ლიტერატურა:1."4 стражника", 2."Правда-кривда", 3."Народные чтения о смутном времени на Руси", რის გამოც შეიპყრეს (ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა: "Умственное развитие Европы", :"Анархизм по Прудону" და "Общая идея революциив XIX в."). თელავიდან თბილისს ჩამოიყვანეს, ჯერ კომენდატურაში, შემდეგ მეტეხის ციხეში ჩასვეს. ალექსანდრე მაყაშვილი რევოლუციურ მუშაობას არ ჩამოშორებია: კავშირი ჰქონდა რუსეთის რევოლუციონერებთან ჰქონდა, რისთვისაც კავკავში (ვლადიკავკაზი, ძაუგი, ძაუჯიყაუ, ორჯონიკიძე) დადიოდა ხოლმე, გლეხებს წიგნებსა და გაზეთებს უკითხავდა და სხვ. საზოგადოებრივ საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობდა: სოფელ ყვარელში სკოლა და საავადმყოფო ააშენებინა, პირველმა ჩაიტანა და გლეხებს გააცნო ვენახების შესაწამლი მანქანა და, საერთოდ, გლეხების განვითარებას ყოველმხრივ ხელს უწყობდა და ეხმარებოდა. წერდა ლექსებს გლეხთა ყოფა-ცხოვრებიდან "სანდროს" ფსევდონიმით. მისივე თანამოაზრე იყო იოსებ (სოსო) რამაზის ძე მაყაშვილი, იყალთოელი, რომელიც სოფელ-სოფელ მასწავლებელთა შორის ხალხოსნურ პროპაგანდას ეწეოდა. რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის აქტიური მონაწილე საქართველოში, რევოლუციონერი, ერთ-ერთი პირველი ხალხოსანთაგანი, პროპაგანდისტი, ილია ჭავჭავაძის ბიძაშვილი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.86


გააზიარე: