The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაალ მაჩაბელი

ზაალ მაჩაბელი
Other name:ზალიკო მაჩაბელი
Date of birth:1848
Date of death:1922  (at 74 years)
Category:Actor/Actress, Public Man, Entertainer

Biography

ქართულ თეატრთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სამაჩაბლოს მკვიდრი ზაალ იასეს ძე მაჩაბელი. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული თეატრის აღორძინებაში. მონაწილეობდა სცენისმოყვარულთა წრეში. ასრულებდა პეპოს, ქოროღლის და  თავადის როლებს. 1879 წელს თბილისში დაარსდა ქართული პროფესიული თეატრი, სადაც სხვა ნიჭიერ მსახიობებთან ერთად ზაალ მაჩაბელიც მიიწვიეს. აქ მას თითქმის 24 წლის მანძილზე მოუხდა მუშაობა და შესანიშნავ სახეებს ქმნიდა, როგორც ქართულ ეროვნულ ისე უცხოურ პიესებში. ზაალ იასეს ძე მაჩაბელი მართავდა წარმოდგენებს ცხინვალში, გორში და გორის რაიონის სოფლებში, ის არამარტო წარმოდგენების მართვას ხელმძღვანელობდა, არამედ თვითონაც მონაწილეობდა სპექტაკლებში. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა XIX საუკუნის გამოჩენილ მოღვაწეებთან: სოფრომ მგალობლიშვილთან, ილია ჭავჭავაძესთან, ალ. ყაზბეგთან, ექვთიმე თაყაიშვილთან. ცხინვალის ქართულ სპექტაკლებში მონაწილეობისათვის ზაალ მაჩაბელი ხშირად იწვევდა საგასტროლოდ გამოჩენილ მსახიობებს: ვასო აბაშიძეს, ნატო გაბუნიას, ელისაბედ ჩერქეზიშვილს, მაკო საფაროვას, კოტე მესხს. 1905 წელს ზაალ მაჩაბლის ხელმძღვანელობით ქ. ცხინვალში აშენდა კლუბი, სადაც სპექტაკლები იმართებოდა, წარმოდგენების სისტემატურმა მართვამ ცხინვალში ბევრი ნიჭიერი მსახიობი გამოავლინა, ხოლო მათი აღმზრდელი და მასწავლებელი იყო ზაალ მაჩაბელი. აღსანიშნავია, რომ ქართული სცენის დიდმა მოღვაწემ ნატო გაბუნიამ გორისა და ცხინვალის სცენაზე აიდგა ფეხი ზაალ მაჩაბლის ხელმძღვანელობით, ხოლო 1879 წელს ქართული პროფესიული თეატრის დასში ჩასარიცხად ნატო გაბუნიას ზაალ მაჩაბელმა უშუამდგომლა. 1876 წელს, როდესაც ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაარსდა, პირველი სპექტაკლები ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ივანე და ზაალ მაჩაბლების თაოსნობით იდგმებოდა. 2024 წელს გამოვიდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის მონოგრაფია "ზაალ მაჩაბელი და სცენისმოყვარეობა სამაჩაბლოში" ( გორი, 2024 წელი). 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.93; nobility.pro; ივანე მაჩაბლის მუზეუმი: facebook.com

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილება, წევრი (1915-)

Share: