| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ჩუბინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. სწავლობდა ვორონეჟის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტზე და ბოლოს, იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში მუშაობდა მუშად, ელექტრიკოსად, ბინათმართველობის რიგით მუშად, ინსტრუქტორად კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტში ქ. ვორონეჟში. 1972 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა თავისი ძირითადი პროფესიით და თითქმის ოცდაათი წელი ემსახურა კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვას. ამ ხნის განმავლობაში იგი მუშაობდა: თბილისის პროკურატურაში, სტაჟიორ-გამომძიებლად; საგარეჯოს პროკურატურაში, გამომძიებლად; ხელვაჩაურის პროკურატურაში, გამომძიებლად; გორის რაიონში, პროკურორის თანაშემწედ, პროკურორად; სამხრეთ ოსეთის ოლქში, პროკურორის თანაშემწედ; ქარელში, პროკურორის თანაშემწედ; გორის რეგიონში, სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარედ და ა. შ.; 1994 წლის 23 ივნისს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებით მერაბ ჩუბინიძეს მიენიჭა "იუსტიციის პოლკოვნიკის" წოდება. მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო, მადლობა, თუ საპატიო სიგელი. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-159-162
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

