| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საქარიქედი (შორაპნის მაზრა), ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა გიმნაზია და პედაგოგიური კურსები. 1908 წლიდან მასწავლებლობდა გურიის სხვადასხვა სოფელში, აგრეთვე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სკოლებში: ქ. კავკავში (ვლადიკავკაზი) სოფელ ყალამბიაში, სოფელ შრომაში და სხვ.. ცნობილი იყო როგორც მოწინავე და ეროვნული სკოლისთვის მებრძოლი მასწავლებელი. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1905 წელს. თანამშრომლობდა ჟურნალ "განათლებაში", "თეგში", "ალიონში", "თეატრი და ცხოვრებაში", "თანამედროვე აზრში" და სხვ.. ხელმძღვანელობდა გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკას", ორი წელი მუშაობდა პედაგოგიურ გაზეთ "კომუნისტურ განათლებაში", სადაც ათავსებდა წერილებს პედაგოგიურ და მეთოდურ საკითხებზე. 1938-1939 წლებში იყო ჟურნალ" მეთოდური კრებულის" პასუხისმგებელი მდივანი. წერდა ესკიზებს, ნოველებს, პატარ-პატარა მოთხრობებს სოციოლოგიურ თემებზე, აგრეთვე – პიესებს. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.113
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

