| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ სააკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1933 წელს. 1933-1938წწ. მუშაობდა მოსკოვში (1933-1938); 1938-1943წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის დოცენტი; 1943 წელს მისი უშუალო თავკაცობით თსსუ-ში ჩამოყალიბდა მედიცინის ისტორიის კათედრა, რომელსაც სიცოცხლის დასასრულამდე თავად განაგებდა; ამ კათედრაზე საქართველოში პირველად ჩაეყარა საფუძველი მშობლიური მედიცინის ისტორიის ორგანიზებულ სწავლებას, რაც მ. სააკაშვილის დიდი დამსახურებაა; 1948 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია. დისერტაცია მიეძღვნა ნევროპათოლოგიის განვითარების ისტორიის საკითხებს; 1950 წლიდან პროფესორი; 1945-1946წწ. თსსუ-ის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტის დეკანია; 1950-1953წწ. თსსუ-ის რექტორია. იგი შეისწავლიდა ქართული და უცხოური მედიცინის ისტორიის საკითხებს. მნიშვნელოვანი მონოგრაფია მიუძღვნა აკად. ივ. თარხნიშვილს, მისი თანაავტორობით შეიქმნა მრავალტომეული "ქართული მედიცინის ისტორია". ექიმი-ნევროპათოლოგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I / ჯუმბერ ქორჩილავა-თბ.,2010.-გვ.31-32 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

