The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი
Date of birth:12 January, 1908
Date of death:23 March, 1973  (at 65 years)
Burial location:თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1933 წელს.

1933-1938წწ. მუშაობდა მოსკოვში (1933-1938); 1938-1943წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის დოცენტი; 1943 წელს მისი უშუალო თავკაცობით თსსუ-ში ჩამოყალიბდა მედიცინის ისტორიის კათედრა, რომელსაც სიცოცხლის დასასრულამდე თავად განაგებდა; ამ კათედრაზე საქართველოში პირველად ჩაეყარა საფუძველი მშობლიური მედიცინის ისტორიის ორგანიზებულ სწავლებას, რაც მ. სააკაშვილის დიდი დამსახურებაა; 1948 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია. დისერტაცია მიეძღვნა ნევროპათოლოგიის განვითარების ისტორიის საკითხებს; 1950 წლიდან პროფესორი; 1945-1946წწ. თსსუ-ის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტის დეკანია; 1950-1953წწ. თსსუ-ის რექტორია. იგი შეისწავლიდა ქართული და უცხოური მედიცინის ისტორიის საკითხებს. მნიშვნელოვანი მონოგრაფია მიუძღვნა აკად. ივ. თარხნიშვილს, მისი თანაავტორობით შეიქმნა მრავალტომეული "ქართული მედიცინის ისტორია". ექიმი-ნევროპათოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I / ჯუმბერ ქორჩილავა-თბ.,2010.-გვ.31-32

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: