The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ ბიჩინაშვილი

ზაურ ბიჩინაშვილი
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1937
გარდაცვ. თარიღი:16 აპრილი, 2007  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:გამომგონებელი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ქ. ლენინგრადის კიროვის სახელობის მსუბუქი მრეწველობის ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის (გამომყვანი საამქროს) ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბამბეულის კომბინატის საგრავიურო საამქროში მუშად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დაუბრუნდა თავის მშობლიურ კომბინატს და დაიწყო შრომითი მოღვაწეობა. ჩამოყალიბდა თვალსაჩინო სპეციალისტად ქსოვილების მოხატვისა და ფერთა შერჩევის სფეროში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და პირადი აქტიური მონაწილეობით იქმნებოდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იგზავნებოდა ისეთი ქსოვილები, როგორიც იყო: "პიკე", "მზიური", "დარიალი", "ვარძია", და სხვა. ნაყოფიერი შრომითი მოღვაწეობის პარალელურად დაამთავრა კიდევ ერთი უმაღლესი სასწავლებელი, ამჯერად საწარმოო პროცესების ეკონომიკისა და ორგანიზაციის განხრით. იყო მრავალი გამოგონების ავტორი, რომელთა პრაქტიკულმა დანერგვამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი მოუტანა კომბინატს. 40 წელზე მეტი იმუშავა ბამბეულის ქსოვილების კომბინატში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, გენერალური დირექტორის მოადგილედ. მინიჭებული ჰქონდა საკავშირო რაციონალიზატორის საპატიო წოდება. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, პრემია, პრიზი, საპატიო სიგელი და საერთაშორისო გამოფენების დიპლომები. სიცოცხლის ბოლო წლებში კომბინატის გამომყვან ფაბრიკას ხელმძღვანელობდა.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.14-16


გააზიარე: