The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯოტო ემუხვარი

ჯოტო ემუხვარი
Other name:ნიკოლოზ ემუხვარი
ჯოტო ემხვარი
Date of birth:1888
Date of death:2 August, 1927  (at 39 years)
Burial location:საგვარეულო ეკლესიის ეზო, სოფელი ოქუმი, ოჩამჩირის რაიონი.
Category:Nobleman, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოქუმი (სამურზაყანო), გალის რაიონი.

ჯოტო ემუხვარი სრულიად ახალგაზრდა ასაკში შეუერთდა ქართული არმიის რიგებს, 1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაცია რომ არა, მას ბრწყინვალე სამხედრო კარიერა ექნებოდა. ემიგრაციაში ყოფნისას, 1924 წელს, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო დესპანისა და სრულუფლებიანი მინისტრის, აკაკი ჩხენკელის შუამდგომლობით ჯოტო ემუხვარმა სომიურის კავალერისტთა ცნობილ სკოლაში ჩააბარა. სამხედრო სკოლის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ დივიზიაში ჩაირიცხა, მაგრამ ტუპერკულოზით მძიმედ დაავადებულმა ოფიცრის კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლო. გარდაიცვალა 1927 წლის 2 აგვისტოს საფრანგეთის აღმოსავლეთით, ოტვილში. მისი ანდერძის თანახმად, ნეშტი მშობლიური მიწისათვის უნდა მიებარებინათ. მეუღლემ ვერონიკამ ჰარისმა, მიცვალებულის ჩამოსასვენებლად სსრკ საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის გ. ჩიჩერინის დახმარებით სპეციალური ნებართა მიიღო, მაგრამ გემი სახელწოდებით "ჯოტო ემუხვარი" ბათუმში ერთი წლის შემდეგ შემოვიდა. 1928 წლის 12 ივლისს გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთში" გამოქვეყნდა განცხადება ჯოტო ემუხვარის დაკრძალვის შესახებ: "დაკრძალვა გაიმართება ოჩამჩირის რაიონში, ოქუმში, 1928 წლის 16 ივლისს". აფხაზური ემიგრაციის წარმომადგენელი. ვერონიკა ჰარისის (ვერონიკა ევა ქრიუდსონ-ემუხვარის) მეუღლე.

წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.-თბ.,2020.-გვ.290


Share: