The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟორა კარაპეტიანი

ჟორა კარაპეტიანი
ოფიციალური სახელი:ზავენ კარაპეტიანი
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1922
გარდაცვ. თარიღი:2007  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე. ჰქონდა უმაღლესი პოლიტექნიკური განათლების დიპლომი; ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა გზა რიგითი მხაზველიდან სამმართველოს უფროსისა და კომბინატის დირექტორის თანამდებობამდე. იყო მაღალი დონის სპეციალისტი, რომელიც თავის გვერდით ზრდიდა მომავალ ახალგაზრდა მშენებლებს, ასწავლიდა მათ სამშენებლო ტექნოლოგიებში დანერგილ სიახლეებს. მისი აქტიური მონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენდა: სასტუმრო "ინტურისტი", კავშირგაბმულობის სახლი, ბამბეულის ქსოვილების კომბინატის მეორე რიგი, საკონსერვო ქარხანა, სურამის მინის ქარხანა, წისქვილკომბინატი, მაცივარკომბინატი, ბორჯომის N2 ჩამომსხმელი ქარხანა, ხაშურის გალანტერიის კომბინატი, ბიჭვინთის დასასვენებელი კომპლექსის N6 კორპუსი, მრავალი საცხოვრებელი ბინა, სკოლა, საბავშვო ბაღი და სხვა. სამამულო ომის ვეტერანი. მისი საბრძოლო, სამეურნეო თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობა აღინიშნა მრავალი ორდენით, მედლით, დიპლომით და ა.შ.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-32-34

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (მშენებელი)

გააზიარე: