| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარტვირი საბაწმინდელი![]()
ბიოგრაფიაისტორიამ შემოინახა პალესტინა, იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 კმ-ის მოშორებით მდებარე საბაწმინდის ლავრის დამაარსებლის, V -VI საუკუნის მოღვაწის, განსწავლული მეცნიერის მარტვირ საბაწმინდელის მონაზვნის სახელმძღვანელო სახელწოდებით "სინანულისათვის სიმდაბლისა, თქმული ნეტარისა მარტუირი მონაზონისა სხუათა მონაზონთა მიმართ". ამ სასულიერო-სადამრიგებლო ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბერ-მონაზონთათვის ანატომიურ-ფიზიოლოგიური მეცნიერების ცოდნას, რომელიც იმდენად პროფესიონალურ დონეზეა გადმოცემული, რომ, ამ დარგში ავტორის დიდ განსწავლულობაზე მიუთითებს, ნაშრომში შეიმჩნევა რამდენიმე, ფრიად მნოშვნელოვანი მომენტი: 1. იმ დროისათვის საოცარი სიზუსტითა და სიღრმით გამდოცემული ფიზიოლოგიის მეტად რთული საკითხები, 2. ყოველგვარი ცნობისა და საცნობელის მიმღები არის გონება - ტვინი." 3. ნაწარმოებში მოცემულია ანატომიურ-ფიზიოლოგიური და საერთოდ მდიდარი სამედიცინო ტერმინოლოგია. 4. "ნაწარმოებიდან ირკვევა, რომ მაშინდელ საქართველოში ყოფილან განსწავლული ექიმები, მეცნიერნი მკურნალნი", როგორც ამას თვით მარტვირი საბაწმინდელი ამბობს. თვით საბას ლავრაში, სასნეულო ჰქონია და საჭიროებისამებრ ექიმებსაც იწვევდა. ჰქონია, ასევე "წამალი, საკურნებლად წყლულთა"- დაასკვნა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, მკვლევარმა, პროფესორმა მიხეილ შენგელიამ. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : (2 ნაწილად) / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.100-101
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

