| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გერმანე მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ერკეთი, ოზურგეთის რაიონი. ცხრაასიან წლებში გურიაში მონაწილეობდა ცნობილ პროპაგანდისტთა წრეში, რომლის მიზანიც იყო დემოკრატიულ და სოციალ-დემოკრატიულ რევოლუციურ წრეებში სამუშაოდ გასაგზავნ პროპაგანდისტ-აგიტატორთა მომზადება, იდგა ბოლშევიკურ თვალსაზრისზე და პარტიული განხეთქილების შემდეგ გამართულ დისპუტ-კამათში ბოლშევიკურ მსოფლმხედველობას იცავდა; 1905 წელს, სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის დავალებით, სოფელ ნიგოითში კრიმ-გირეის (ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე სულთან-კრიმ-გირეი რუსეთის იმპერიის საიდუმლო მრჩეველი იყო) წარუდგა და განუმარტა ხალხის მოძრაობის მიზნები და მოთხოვნები. 1920-იანი წლების მეორე ნახევარში იყო საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარი. 1930 წლის 20 ნოემბრიდან 1931 წლის 13 ოქტომბრამდე იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. დაპატიმრებამდე, 1931 წლის 22 სექტემბრიდან 1937 წლის ივლისამდე იყო საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. დააპატიმრეს 1937 წლის 7 ივლისს, ბრალად ედებოდა, რომ 1933 წლის დასაწყისში შექმნა და თავად ჩაუდგა სათავეში მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ცენტრს და ამ ცენტრის წევრთა მეშვეობით ხელმძღვანელობდა მემარჯვენეთა ორგანიზაციის ტერორისტულ-მეამბოხე და დივერსიულ-მავნებლურ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფას; პირადად შექმნა საბრძოლო ჯგუფები სტალინისა და ბერიას წინააღმდეგ ტერაქტების მოსაწყობად, ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში კონტრრევოლუციური ცენტრის საქმიანობას; 1918 წლიდან იყო ერთ-ერთი უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტი და დაპატიმრების დღემდე სისტემატურად აწვდიდა მათ ჯაშუშური ხასიათის ინფორმაციას. მიესაჯა დახვრეტა. რეპრესირებული. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.157; საცნობარო პორტალი - სტალინური სიები საქართველოდან ge.openlist. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

