| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ მემანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1960 წელს სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით; 1964 წელს სწავლა გააგრძელა ი. ნ. ლომოურის სახელობის საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1974 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. მუშაობა დაიწყო მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის გორის საცდელ სადგურში ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, სწავლულ მდივნად. ამავე საცდელ სადგურში წლების განმავლობაში ატარებდა დისერტაციით და სხვა თემებით გათვალისწინებულ ექსპერიმენტებს. სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, თავი გამოიჩინა, როგორც წარმატებულმა სამეურნეო ხელმძღვანელმა. 1975-1977წწ. მუშაობდა გორის რაიონის სოფელ ვარიანის მეურნეობის დირექტორად; 1978-1984წწ. - გორის რაიონის სოფლის მეურნეობის გაერთიანების თავმჯდომარედ; 1985-1987წწ. - ამავე რაიონის ბერბუკის მეურნეობის დირექტორად. იყო რაიონული თუ სასოფლო საბჭოს რამოდენიმე მოწვევის დეპუტატი. თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე სამეცნიერო თუ სამეურნეო საქმიანობით დაკავშირებული იყო ქ. გორთან და გორის რაიონთან. ქართული აგრარული სკოლის ღირსეული წარმომადგენელი, გორის რაიონის სოფლის მეურნეობის გაერთიანების ყოფილი თავმჯდომარე, თავისი დარგის სპეციალისტი, მეცნიერი და სამეურნეო ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, რომლებშიც აგრარული მეცნიერების აქტუალურ, თეორიულ საკითხებთან ერთად გაანალიზებულია ამ დარგის განვითარების პერსპექტივებიც. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.47-49
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

