The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ბერიძე

სხვა სახელი:ონისიმე ბერიძე
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1888
გარდაცვ. თარიღი:1943  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

სწავლობდა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში; დაამთვრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1922 წელს.

სპეციალობით იყო დერმატოლოგ-ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1938), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940). დერმატოლოგია-ვენეროლოგიის მეცნიერული დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კრიოთერაპიის მნიშვნელობის საკითხისათვის დერმატოლოგიაში", დაიცვა 1938 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კრიტიკულ-ექსპერიმენტული გამოკვლევანი ბაქტერიოფაგის გამოყენებაში პიოდერმიტების ღრმა ფორმების თერაპიასა და პროფილაქტიკაში", დაიცვა 1940 წელს.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.117-118


გააზიარე: