| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მუსერიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ალმა-ატის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1986 წელს. 1976-1978 წლებში იმსახურა ყოფილი საბჭოთა არმიის რიგებში კალუგის ოლქში, სარაკეტო ძალებში – საზენიტო დანადგარის მართვის რადიოტექნიკური საშუალებების ოპერატორად. აღმოსავლური ორთაბრძოლის სხვადასხვა სახეობებით იყო გატაცებული, 1979 წლიდან ალმა-ატის სპეციალურ კლუბში ეუფლებოდა კარატეს, კუნფუს. 1982 წელს ალმა-ატის ოლქის 80 კგ. წონით კატეგორიაში პირად პირველობაზე, კარატეში პირველი ადგილი დაიკავა, 1983 წელს კი ოლქის ჩემპიონი გახდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა ყოფილი დოსააფის სპორტულ-ტექნიკურ კლუბში მწვრთნელად და მსაჯთა კოლეგიის წევრად, სპორტსაზოგადოების ინსტრუქტორ-მეთოდისტად, "საქჰიდროკომუნშშენის" – სახელმწიფო-საპროექტო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად. 1992 წლის მარტიდან დავით მუსერიძე საქართველოს ეროვნული გვარდიის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკში ჩაირიცხა. მალე პოლკის დაზვერვის უფროსად დაინიშნა. იბრძოდა სამაჩაბლოში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს იბრძოდა სოხუმში, ეშერაში, ოჩამჩირეში, ტამიშში, ცაგერაში, არადუში, შრომაში. 1992 წლის სექტემბერში ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. დაიღუპა 1992 წლის 16 ოქტომბერს დაიღუპა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.315-317 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

