| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჟორჟაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა სტავროპოლის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1982 წელს. 1972-1974წწ. მუშაობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად; 1982-1984წწ. სტავროპოლის სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა კათედრაზე, კლინიკის ორდინატორად (სპეციალობა პედიატრია და ბავშვთა ინფექციები); 1984-1995წწ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტ-პედიატრად; 1995-1997წწ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბავშვთა კუჭ-ნაწლავის ინფექციების განყოფილების გამგედ; 1997-2004წწ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბავშვთა ბოქსის განყოფილების გამგედ; 2004-2006წწ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს სამკურნალო დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი; კვალიფიკაცია აიმაღლა საქართველოს სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე და მიენიჭა სერთიფიკატი (2006); იგი, სტუდენტობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. დაჯილდოებული იყო მრავალი საპატიო სიგელით. ბათუმის საავადმყოფოში მუშაობის დროს 2001 წელს შეიმუშავა "ვირუსული ჰეპატიტის (B,C) დისპანსერიზაციის პროგრამა", რისი დასრულებაც ვერ მოასწრო მოულოდნელი გარდაცვალების გამო; 2004 წელს დაჯილდოვდა საპიტიო სიგელით, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დისპანსერიზაციის კარგად ჩატარების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში გაწეული დიდი ღვაწლისთვის. ბავშვთა ექიმი-ინფექციონისტი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.174-175 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

