The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი სოსანიძე

გივი სოსანიძე
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1928
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 2008  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ქ. კოსტრომის საფეიქრო ინსტიტუტი.

მუშაობა დაიწყო კოსტრომის ხალიჩების ფაბრიკაში ინჟინერ-ტექნოლოგის თანამდებობაზე. კოსტრომაშივე დაიწყო აქტიური სპორტული მეცადინეობა და გახდა საკმაოდ წარმატებული მოკრივე. როგორც პროფესიონალი ინჟინერი, აქტიურ შრომით მოღვაწეობას ეწეოდა სხვადასხვა სამეურნეო დარგში, სხვადასხვა თანამდებობაზე: სამკერვალო საამქროში, ატელიეში, ყრუ-მუნჯთა საწარმოო წამოწყებაში დირექტორად, გორის მექანიკურ ქარხანაში ხელმძღვანელად, გორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მექანიკური საამქროს უფროსად და სხვა. გარდა ორგანიზაციული ნიჭისა და საინჟინრო აზროვნებისა, რაც არაერთხელ დაადასტურა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში რთული კონსტრუქციული მოწყობილობების დამუშავების პროცესში, საუკეთესოდ ფლობდა ისეთ პრაქტიკულ პროფესიებს, როგორიცაა: ზეინკლობა, ხარატობა, კალატოზობა, სადურგლო საქმიანობა, ავტოგენური და ელექტრო შედუღება, გალვანური ტექნოლოგია და მრავალი სხვა. 

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.43-46


გააზიარე: