| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ღვინჯილია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვარჩე, გულრიფშის რაიონი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში ოცმეთაურის მოადგილედ. მონაწილეობდა სოფლების: ათარა-აფხაზკაიას, ათარა-არამიანსკაიას, კინდღის, ტამიშის, შრომის მიმდებარედ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში. 1993 წლის 16 სექტემბერს საომარი მოქმედებების განახლებისას, მტერმა სოფლები - ახალდაბა და აძიუჟბა დაიკავა. ვახტანგ ღვინჯილიამ, მეომართა ჯგუფთან ერთად, სცადა აძიუჟბაში განლაგებული მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის გარღვევა. ამ ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა, ინტენსიური ცეცხლის გამო მისი ბრძოლის ველიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა და ადგილზე დაიღუპა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

