| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკა ხატიაშვილი![]()
ბიოგრაფიასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრი; საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი; ევროპის სამართლისა და მმართველობის საჯარო მმართველობის მაგისტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მისი სადოქტორო კვლევის საგანს წარმოადგენს რუსეთის საგარეო და ბირთვული პოლიტიკა; სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების ევროპული ცენტრის, აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის, LUISS-ის უნივერსიტეტის, ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის, ვენის დიპლომატიური აკადემიის, ეუთო / ოდირის, ევროპის კოლეჯის, ჰერტის სკოლის, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის, ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის, ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის კოლეჯის, ნატოს ობერამერგაუს სკოლის, ნატო-ს კოლეჯის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის, ფონდ ღია საზოგადოების, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის, IDFI, რონდელის ფონდის და სხვა ორგანიზაციების სასწავლო პროგრამები; არის მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური ლიდერობის პროგრამის კურსდამთავრებული. 2010-2011წწ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი; 2012-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლიტიკური დეპრატამენტი; კავკასიის უსაფრთხოების ექსპერტთა აკადემიის ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი (2015); 2017-2025წწ. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი; 2021 წლიდან ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" საგარეო პოლიტიკის მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი (2023); მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის, დემოკრატიის, საერთაშორისო უსაფრთხოების, დაზვერვის და კონტრდაზვერვის, ჰიბრიდული ომის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმის საკითხები; 18 წელზე მეტია მუშაობს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, აქედან 6 წელი დიპლომატიურ სამსახურში; პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში; ასევე, არის 50-მდე სტატიისა და კვლევის ავტორი და სპიკერის სტატუსით მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში; წლების განმავლობაში ჩართულია არაერთ საერთაშორისო პროექტში, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED), გერმანიის მარშალის ფონდის (GMF), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მიზნად ისახავს დემოკრატიის გაძლიერებას, დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ტრანსატლანტიკური კავშირების განმტკიცებას, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ადვოკატირებას. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

