| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ტატულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; კიევის გლუშკოვის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა, შემდეგ კი დოქტურანტურა. მუშაობდა გორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში "ნიიავტომატპრომი", კიევის კიბერნეტიკის ინსტიტუტში; გორის სახელმწიფო ინსტიტუტში იყო მათემატიკური მეთოდებისა და მოდელირების კათედრის დოცენტი; 2007-2009წწ. - სსიპ სამართალმცოდნეობის აკადემიური დოქტორი და შემდეგ სრული პროფესორი; კითხულობდა ლექციებს შემდეგი მიმართულებებით, როგორებიცაა: წრფივი პროგრამირება, სისტემური ანალიზი, მათემატიკური მოდელები და მოდელირება, ალგორითმიზაციის საფუძვლები და მონაცემთა სტრუქტურები, ოპერაციათა კვლევა, ეკონომეტრიკა, ზოგადი მენეჯმენტის საფუძვლები, უმაღლესი მათემატიკა და სხვა. არის ორმოცზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი; 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი სპეციალობით, "გამოთვლითი მანქანები, კომპლექსები და ქსელები. მათემატიკური მეთოდები სამეცნიერო კვლევებში". წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.68-70 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

