| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჩიტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1987 წლიდან აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, ხოლო 1993 წელს ასევე მზად იყო იარაღით ხელში ებრძოლა თავის თანამოაზრეებთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ალეკო ჩიტაძემ თბილისის N54 საშუალო სკოლაში ჩაატარა რამდენიმე გაკვეთილი ფიზიკაში და დაიმსახურა მაღალი შეფასება და ყურადღება. სკოლაში წლების განმავლობაში ტარდებოდა ინტელექტუალური თამაშები ალექსანდრე (ალეკო) ჩიტაძის სახელობის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად. გორის N9 სკოლაში ასევე იქმნებოდა საკონფერენციო თემები ალეკო ჩიტაძის შესახებ, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.91-94
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

