| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა ოქრომჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის 110-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი 1986 წელს მშენებლის კვალიფიკაციით. 1987-1989 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული დასავლეთ საქართველოს რაიონების აღდგენით სამუშაოებში. 1992 წლიდან სამსახური დაიწყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში, იმყოფებოდა შიდა ქართლის ცხინვალის რეგიონში. აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ ირიცხებოდა პირველი საარმიო კორპუსის პირველი ბრიგადის "თეთრი არწივის" ბატალიონში. დაიღუპა 1993 წლის 26 ივლისს სოფელ შრომასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ. 344
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

