The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ კოპალეიშვილი

მიხეილ კოპალეიშვილი
Date of birth:21 January, 1935  (91 years)
Date of death:20??
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1959 წელს.

1960-1962წწ. მუშაობდა გაზეთ "სოფლის ცხოვრების" რედაქციაში ლიტ. თანამშრომლად; 1968 წლიდან  საქტელერადიოკომიტეტში რადიოს სოფლის მეურნეობის რედაქციაში; მოსწავლე ახალგაზრდობის განყოფილების რედაქტორად; 1993 წლიდან იყო რადიოს ლიტდრამ. პროგრამების მთავარი რედაქციის რედაქტორი, ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება "სხივის" (ახლანდ. "ხელოვნება") მთავარი რედაქტორის მოადგილე; მას აქვს ჩანახატები, ნარკვევები, რეპორტაჟები, წერილები, თარგმანები, წლების მანძილზე უძღვებოდა მისივე ავტორობით მომზადებულ ციკლებს: "მოგზაურობა ცოდნის სამყაროში", რადიოკომპოზიციები - რესპუბლიკის სახალხო მხატვრებზე, ქართველ მწერლებზე. ეს მასალები ინახება რადიოს ოქროს ფონდში; განახორციელა რადიოდადგმები ("შუქი სიკეთისა", "დავით აღმაშენებლის ქვა", "დღე"), ტელეგადაცემები, ტელეფილმი (რეჟ. ა. ნინუა). მიღებული აქვს ჟურნალ "ნაკადულის" პრემია(1962).

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.227-228

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

Share: