| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ მეფისაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: რაბათი, ქ. ახალციხე. მიხეილ მეფისაშვილი დაიბადა პავლე მეფისაშვილის ოჯახში. მიღებული ჰქონდა კარგი განათლება, იცოდა თურქული, სომხური, რუსული ენები, ქართული მწიგნობრობა და ისტორია, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული საზღვრები, განსაკუთრებით კი საქართველო-ოსმალეთის ვითარება. 1877 წელს გენერალმა მიხეილ ლორის-მელიქოვმა მიხეილ მეფისაშვილი და გრიგოლ გურიელი აჭარის ბეგ შერიფ ხიმშიაშვილთან დიპლომატიური მისიით გააგზავნა. მიხეილ მეფისაშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა აჭარის ბეგებთან, იცნობდა მათ ოჯახებს, იცოდა მათი აზრი ქართველებსა და საქართველოზე, ასევე გავლენა ჰქონდა მათზე. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელ საქართველოში, შავშეთ-ერუშეთის, ფოცხოვის, ქვაბლიანის, ართვინის მხარეში. 1878 წელს მიხეილ მეფისაშვილი დაინიშნა ართვინის ოლქის უფროსად. წყარო: ქართველ კათოლიკენი ყველა ასპარესზედ და ზოგი რამ წერილები დასავლეთ საქართველოზე / აღწერილი და დაბეჭდილი ზაქარია ჭიჭინაძისაგან.-თფ.,1905.-გვ.22-25; ნახული და გაგონილი : წერილები ახალციხიდან // ივერია.- თბილისი, 1902.-19 იანვარი.-N15.-გვ.2-3
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

