| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ მეფისაშვილი![]()
ბიოგრაფიაწარმოშობით ახალციხელი გრიგოლ მეფისაშვილი, აღიზარდა რომში, ფლობდა სხვადასხვა ენას. 1829 წელს ახალციხის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში მღვდლად გააამწესეს. მის დანიშვნამდე ეს ეკლესია გაუქმებული იყო ქართველი კათოლიკე მღვდლების დაპატიმრების გამო. ამ ეკლესიაში სომეხი მღვდელთმსახურების გავლენით საეკლესიო დავთრები 1739-1770 წლებში სომხურ ენაზე იწერებოდა. გრიგოლ მეფისაშვილმა ხსენებული დავთრების წერა ქართულად დაიწყო (მსახურებდა 1840 წლამდე). წერდა მკურნალობის შესახებ წერილებს (ნაწილი გამოქვეყნებულია 1904 წლის "მოგზაურში"), ასევე ქართველ კათოლიკეებს სასტიკი ეროვნულ-სარწმუნოებრივი დევნის დროს მფარველობდა. მწიგნობარი და მკურნალი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.286
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

