The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ეგნატაშვილი

დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1915
გარდაცვ. თარიღი:1971  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს.

იყო ჯანდაცვის ორგანიზატორი. წლების განმავლობაში იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ჰემატოლოგი; 1947-1953წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე; 1953-1971წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1957), მესამე რანგის სამხედრო ექიმი (1940), სამედიცინო სამსახურის უფროსი ლეიტენანტი, სამედიცინო სამსახურის კაპიტანი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის გამოშვებისა და სისხლის გადასხმის მნიშვნელობა კუჭის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციაზე", დაიცვა 1957 წელს. 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.520-521; poisk.re/awards

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - მედალი "სამხედრო დამსახურებისთვის"

გააზიარე: