| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გალინა რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მე-3 სამედიცინო სასწავლებლის მეანობა-გინეკოლოგიის ფაკულტეტის მედდა-მეანის პროფილით 1945 წელს. 1945-1946 წლებში მუშაობდა თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური ჰოსპიტლის ფიზიო კაბინეტის მედდა; 1959-2004 წლებში რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი მედდა; კვალიფიკაციას იმაღლებდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საშუალო სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრალურ სკოლაში: მედდები-პედაგოგების სპეციალიზაციით (1971); ქირურგიულ განყოფილებაში მომუშავე მედდების სპეციალიზაციით (1973); ლიდერი ექთნის ზოგადი კურსი; საავადმყოფოს უფროსი მედდა (1982, 1987). მისი ინიციატივით დამკვიდრდა მედდების სამეცნიერო კონფერენციების ჩატარების პრაქტიკა. მიღებული აქვს ჯილდოები და მადლობები. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ცენტრალური დაწესებულების საშუალო მედპერსონალს: დიდი სამამულო ომის დროს დაჭრილთა მოვლა-მკურნალობას, ხოლო შემდეგ ომით დანგრეული ქვეყნის აღმშენებლობის მუშაკთა მკურნალობის სამსახურს. მინიჭებული ქონდა პირველი კატეგორიის მედდის წოდება (1989). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.534-536 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

