| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ სახამბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1981-1982 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის საძიებო განყოფილებაში. 1982 წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რუსთავის ფილიალის ქიმიურ ფაკულტეტზე, პარალელურად მუშაობდა რუსთავის ქიმიურ ქარხანაში. პირველი კურსის დახურვის შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დღის დასწრებულ განყოფილებაზე, ქიმიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1985 წელს. განაწილებით ერთი წელი იმუშავა მეტეხის აგურის ქარხანაში ცვლის უფროსად. ამის შემდეგ მუშაობდა თბილისის ფარმაცევტულ ქარხანაში. 1992 წლის 1 აგვისტოდან 1993 წლის 9 ივლისამდე იმსახურა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, ორხევის ცალკეული ასეულის მეთაურის მოადგილედ. მინიჭებული ჰქონდა კაპიტნის წოდება. მონაწილეობდა აფხაზეთში საომარ მოქმედებაში. დაიღუპა 1993 წლის 9 ივლისს ტამიშის ხიდთან მოწინააღმდეგის დესანტის შემოტევის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ. 378
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

