| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია მახათაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1980წწ. იყო ქ. ჭიათურის სანეპიდსადგურის შრომის ჰიგიენის მთავარი ექიმის მოადგილე; 1984-1999წწ. რესპუბლიკური სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) შრომის ჰიგიენის ექიმი; 1999-2006წწ. სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სანიტარული ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე; ჭიათურაში სამსახურის დროს პარალელურად ქალაქის ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში გაერთიანებულ ბავშვებს ასწავლიდა ავია, ავტო, გემთსამოდელო საქმეს; დაკავებული იყო რადიო-ტელე საქმითაც, ჭიათურაზე გადაღებული აქვს სამოყვარულო რამდენიმე ფერადი ფილმი; ამასთანავე იყო შესანიშნავი ავტომრბოლელი -კარტინგისტი, ხშირად იღებადა მონაწილეობას კარტინგისტთა შეჯიბრებაში და წარმატებებიც ჰქონდა ამ სფეროში. სანიტარული ექიმი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.579-582
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

