| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკა მინდიაშვილი![]()
ბიოგრაფია1905 წელს გლეხთა რევოლუციური მოძრაობის ჩასახშობად გორის მაზრის თავად-აზნაურობამ, ზ. აბდუშელიშვილის და გიორგი ამილახვარის მეთაურობით, ჩამოაყალიბა სადამსჯელო რაზმი, რომელიც თავს ესხმოდა რევოლუციაში მონაწილე გლეხთა ოჯახებს და აწიოკებდა. ამ რაზმის ასეთმა თარეშმა გამოიწვია მაზრაში "წითელი რაზმის" შექმნა. რევოლუციის დამარცხებამ და სტოლიპინის დიქტატურამ დაშალა (როგორც ყველა რევოლუციური ორგანიზაცია) "წითელი რაზმი". წითელ რაზმელებს სასტიკი დევნა დაუწყო ხელისუფლებამ - ზოგი მათგანი სიკვდილით დასაჯეს, ზოგი კატორღაში გაგზავნეს, ზოგი გადაასახლეს ციმბირში, ხოლო ვინც დაჭერას გადარჩა, ცხინვალის რაიონში იმალებოდა. წითელრაზმელების ერთ-ერთი ჯგუფი, ყორაშვილის მეთაურობით, გაყაჩაღდა და რაიონში გლეხებს ძალიან ავიწროვებდა. 1906 წელს სოციალ-დემოკრატიულ კომიტეტთან არსებულმა სასოფლო კომისიამ ყორაშვილის რაზმთან მოსალაპარაკებლად და მათი არსებობის ლიკვიდაციის მოსახდენად გააგზავნა ნ. მინდიაშვილი, რომელმაც სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის სახელით წინადადება მისცა, დაშლილიყვნენ. ისინი ამაზე არ დათანხმდენ და გლეხებს უფრო მეტი სისასტიკით აწიოკებდნენ. ნიკა მინდიაშვილი დარწმუნდა, რომ გაყაჩაღებული რაზმელები იარაღს არ დაყრიდენ და შეეცადა ძალით მათ განიარაღებას. ამ ნიადაგზე გაყაჩაღებულმა რაზმელებმა მოკლეს იგი. პარტიული მოღვაწე. სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი (წარმოშობით სოფელი არბოდან, ყოფილი ცხინვალის მაზრა). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.305
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

