The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ სელეპანოვი

ვლადიმერ სელეპანოვი
სხვა სახელი:ვოვა სელეპანოვი
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1968
გარდაცვ. თარიღი:2 ნოემბერი, 1992  (24 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  სატრანსპორტო ფაკულტეტზე. იყო თანრიგოსანი მძლეოსნობაში (სირბილი დიდ დისტანციებზე), მიღებული ჰქონდა მრავალი დიპლომი და მედალი. სავალდებულო სამხედრო სამსახური 1987-1989 წლებში გაიარა ყაზახეთის რესპუბლიკაში. 1989 წლის აპრილიდან იყო ეროვნულ მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. 1992 წლის 1 სექტემბერიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში, იბრძოდა გაგრაში, 7 ოქტომბერს თავისი 103-ე ბატალიონის გადარჩენილ წევრებთან ერთად დაბრუნდა თბილისში. 19 ოქტომბერს ისევ წავიდა აფხაზეთში. დაიღუპა 1992 წლის 2 ნოემბერს, მდინარე გუმისთის ხეობაში, სადაზვერვო ოპერაციის შესრულების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.380-381


გააზიარე: