| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა თოდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი, აფხაზეთი. დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1963 წელს; 1965-1968 წლებში სწავლობდა მოსკოვის გენეტიკის ინსტიტუტის დასწრებულ ასპირანტურაში აკადემიკოს ნ. დუბინინისა და პროფესორ მ. ტერნოვსკის ხელმძღვანელობით; 1970 წელს სარატოვის ნ. ჩერნიშევსკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (რუსეთი) წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გენეტიკის სპეციალობით. სამუშაო გამოცდილება: 1963-1965 წლებში მუშაობდა კრასნოდარის კვლევით სამეცნიერო ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში მეცნიერ-თანამშრომლად; დისერტაციის დაცვის შემდეგ განაგრძო მუშაობა იმავე ინსტიტუტში გენეტიკის განყოფილების გამგედ (1972 წლამდე); 1973 წელს დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორად; 1979 წლიდან იყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და დოცენტი; კითხულობდა ლექციებს ბოტანიკაში, ეკოლოგიასა და სამკურნალო მცენარეებში; 1993 წლიდან მუშაობას აგრძელებს თბილისში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში: თავდაპირველად ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანის, შემდეგ ბოტანიკა-ზოოლოგიის კათედრის გამგისა და სწავლული მდივნის პოზიციებზე; არჩეულია ასოცირებულ პროფესორად; 2008 წელს დაინიშნა ბოტანიკა-ზოოლოგიის ლაბორატორიის გამგედ; პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა: აქტიურად კითხულობს ლექციებსა და სემინარებს ბოტანიკაში, ეკოლოგიასა და ფიტოთერაპიაში; მისი ხელმძღვანელობით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შექმნილია გამორჩეული სასწავლო გარემო "ცოცხალი ბუნების" დარბაზი, სადაც განთავსებულია 65-მდე სახეობის ოთახისა და სამკურნალო მცენარე; მოაწყო მრავალრიცხოვანი ჰერბარიუმების გამოფენა და ჩართო ისინი სასწავლო პროცესში; სამეცნიერო აქტივობა და პუბლიკაციები: 1970 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში: გენეტიკოსთა XII საერთაშორისო კონგრესი (ტოკიო, 1968), თამბაქოს V საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი (ჰამბურგი, 1970), ლენინგრადი (1975), მოსკოვი (1978), ნოვოსიბირსკი (1988), სარატოვი, იალტა (1990), კიევი (1991), თბილისი (1999, 2002, 2004, 2006, 2008), ქუთაისი (2011); 2013 წლის 8–10 მაისს მონაწილეობდა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა ბათუმის ბოტანიკური ბაღის 100 წლის იუბილეს; გამოდიოდა მოხსენებებით სხვადასხვა სამეცნიერო თემებზე. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, 3 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო. 2018 წელს ერთ-ერთი სტატია გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში "ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი კვლევის მიღწევები" (ss-pub.org); მისი ავტორობით გამოცემულია სახელმძღვანელო წიგნი "ფიტოთერაპია", რომელიც რეკომენდებულია უნივერსიტეტების ბიოლოგიისა და ფარმაციის სპეციალობებისთვის. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

