The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკა დადიანი

ეკა დადიანი
Date of birth:6 September, 1970  (55 years)
Category:Linguist, Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ქვალონი, ხობის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს.

1993 წლიდან მუშაობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1993-2011წწ. იყო ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 2012-2016წწ. -  ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების კოორდინატორი; 2017 წლიდან ხელმძღვანელობს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს; 2006 წლიდან ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. მონაწილეობს საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციებში. არის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - "ქუთაისური საუბრების" და სტუდენტთა კონფერენციების ორგანიზატორი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ "ქართველური მემკვიდრეობისა" და ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ჟურნალ "წელიწდეულის" მთავარი რედაქტორი. ხელმძღვანელობს დიალექტოლოგიურ ექსპედიციებს  საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ (თურქეთი, ირანი). გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

სადისერტაციო თემა -  "კავშირებითის ნაკვთები მეგრულში (სხვა ქართველურ ქვესისტემებთან მიმართებით)", დაიცვა 2001 წელს.

Bibliography


Share: