The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კალე საჯაია

ოფიციალური სახელი:კალისტრატე საჯაია
სხვა სახელი:ქეთევანიძე
კალენიჩენკო  (ფსევდონიმი)
ხაჯეი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1895
გარდაცვ. თარიღი:11 დეკემბერი, 1937  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხობი.

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1918 წელს.

სტუდენტი შედის კომპარტიის რიგებში და ებმება რევოლუციურ მოძრაობაში; ჰქონდა რევოლუციური ფსევდონიმები; 1917 წლიდან იყო რკპ(ბ) ოდესის ოლქის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე; 1920 წელს ჩამოვიდა საქართველოში; 1921 წლიდან ბათუმის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა; 1924 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას მეანობა-გინეკოლოგიაში; 30 -იანი წლების დასაწყისში უთანხმოების გამო დატოვა კომპარტიის რიგები და დანარჩენი წლები მთლიანად მიუძღვნა სამეცნიერო საქმიანობას; აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები მეანობა-გინეკოლოგიაში; ითვლებოდა პროფესორ ბორის ღოღობერიძის მოწაფედ; წითელი ჯვრის საზოგადოების საავადმყოფოს მთავარი ექიმი და მეან-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე და თბილისის N2 საავადმყოფოს დირექტორი იყო. მოგვიანებით საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა წაუყენა ბრალდება, რომ იყო მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციის მონაწილე, კავშირი ჰქონდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ გამოჩენილ პიროვნებასთან, იბირებდა ხალხს ორგანიზაციაში და ეწეოდა მავნებლურ სამუშაოებს წითელ ჯვარში და მიუყენეს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. 1956 წელს შეეხო რეაბილიტაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936).

წყარო:  საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 646-647; სტალინური სიები: stalin.historyproject.ge


გააზიარე: