| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კალე საჯაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხობი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1918 წელს. სტუდენტი შედის კომპარტიის რიგებში და ებმება რევოლუციურ მოძრაობაში; ჰქონდა რევოლუციური ფსევდონიმები; 1917 წლიდან იყო რკპ(ბ) ოდესის ოლქის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე; 1920 წელს ჩამოვიდა საქართველოში; 1921 წლიდან ბათუმის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა; 1924 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას მეანობა-გინეკოლოგიაში; 30 -იანი წლების დასაწყისში უთანხმოების გამო დატოვა კომპარტიის რიგები და დანარჩენი წლები მთლიანად მიუძღვნა სამეცნიერო საქმიანობას; აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები მეანობა-გინეკოლოგიაში; ითვლებოდა პროფესორ ბორის ღოღობერიძის მოწაფედ; წითელი ჯვრის საზოგადოების საავადმყოფოს მთავარი ექიმი და მეან-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე და თბილისის N2 საავადმყოფოს დირექტორი იყო. მოგვიანებით საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა წაუყენა ბრალდება, რომ იყო მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციის მონაწილე, კავშირი ჰქონდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ გამოჩენილ პიროვნებასთან, იბირებდა ხალხს ორგანიზაციაში და ეწეოდა მავნებლურ სამუშაოებს წითელ ჯვარში და მიუყენეს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. 1956 წელს შეეხო რეაბილიტაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 646-647; სტალინური სიები: stalin.historyproject.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

