| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაურ ბოჭორიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1959 წელს. 1959 წლიდან სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: "კავგიპროტრანსში", გეოლოგიის სამმართველოში, "საქტრანსპროექტში", "ჟეოინჟინერინგში", ბოლოს პენსიაზე გასვლამდე იყო გეოლოგიის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონის საინჟინრო გეოეკოლოგიური პარტიის უფროსი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით შესრულებულია საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები, როგორიცაა რკინიგზის ახალი ხაზები: ზუგდიდი-ჯვარი, ბარდა-აგდამი, კრიმსკაია-გრუშევაია, იჯევან-რაზდანი, შორჟა-ზოდი, მარაბდა-ახალქალაქი, ევლახ-ბელოქანი, ახურიანის წყალსაცავის შემოვლითი ხაზი; 1977-1979წწ. მუშაობდა ირანში "კავგიპროტრანსის" ექსპედიციის მთავარ გეოლოგად, მეშხედ-სერახსის რკიგზის ახალი ხაზის დაპროექტებაზე. მის მიერ შესრულებულია საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები რკინიგზის პერსპექტიულ ხაზებზე: თელავი-ახმეტა, წნორი-ბელოქანი, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი, ზუგდიდი-წყალტუბო-ამბროლაური-ცხინვალი. აგრეთვე, სოფელ ზედა შავრის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის აღდგენითი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნაც. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.85-86
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

