| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ გიორგობიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1963 წელს; მოსკოვის ფოლადისა და შენადნობების ინსტიტუტის ასპირანტურა 1969 წელს. 1963-1965წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მეაირის თანაშემწედ, ინჟინრად და უფროს ინჟინრად; 1969 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე: უმცროს მეცნიერ მუშაკად, სტუდენტთა საკონსტრუქტორო საკვლევი ბიუროს უფროსად, დოცენტად, სამეცნიერო ნაწილში ჯერ საწარმოო სექტორის, ხოლო შემდგომ განყოფილების უფროსად, წამყვან მეცნიერ მუშაკად; 2006 წლიდან საქართველო-კანადის პროექტ G-1255-ის წამყვანი მეცნიერ-მუშაკია. 1990 წელს მონაწილეობდა ბომბეის მანქანათმშენებლობის საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც გამოვიდა ორი მოხსენებით. მიღებული აქვს 13 საავტორო მოწმობა. მინიჭებული აქვს დამსახურებული რაციონალიზატორის წოდება. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ერთ-ერთი საავტორო წინადადების დანერგვით წლიურმა ეკონომიამ მილიონ მანეთზე მეტი მოგება მისცა საწარმოს. არის რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.110
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

