| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1982წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში მათემატიკური ფიზიკისა და დიფერენციალური განტოლებების მიმართულებით. 1997-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკური ანალიზის კათედრა, მოწვეული ლექტორი; 2006-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო ნავთობგაზსადენების ფაკულტეტი, სრული პროფესორი; 2006-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი; 2007 წლიდან - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნეს სკოლა, სრული პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამავე დროს არის თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი სამეცნიერო ინტერესებია: სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, მათემატიკური ფინანსები, მათემატიკური ფიზიკა. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და სიმპოზიუმებში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოპტიმალობის აუცილებელი პირობები განზოგადოებული მართვების მქონე დიფუზიური პროცესებისთვის" (ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი), დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სემიმარტინგალური შექცეული განტოლებები და ბელმანის განტოლებები დაკავშირებული მათემატიკური ფინანსების ზოგიერთ ამოცანასთან" (თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი), დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

