| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კარაბეგოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1956 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ახალდაარსებული ანალიტიკური ტექნიკის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში. 44 წელი იმუშავა ანალიტიკური ტექნიკის ხელსაწყოების, მოწყობილობებისა და სისტემების შექმნაზე. მისი ხელმძღვანელობით შექმნილი ხელსაწყოები მზადდებოდა საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქარხანაში (თბილისი, გორი, კიევი, სმოლენსკი და სხვა). ანალიტიკური ხელსაწყოების ექსპორტი მსოფლიოს 410-ზე მეტ ქვეყანაში წარმოებდა. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იყო 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სახელმძღვანელოების. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულ იქნა 12 საკანდიდატო დისერტაცია. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ხელსაწყოთმშენებლობის დარგის საუკეთესო გამომგონებელი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

