| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა მაკაროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წალკა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, "ავტომატიკისა და ტელემექანიკის" სპეციალობით 1968 წელს ინჟინერ-ელეკტრიკოსოს კვალიფიკაციით. 1971 წლიდან მუშაბდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის "მართვის ავტომატიზებული სისტემების" კათედრაზე მუშაობდა. იყო კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი და პროფესორი. 1988-1991წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა სწავლების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობაზე. განსაკუთრებით დიდი წვლილი აქვს შეტანილი კათედრის სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკების ორგანიზაციაში, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. იყო არაერთი წარმატებული დოქტორანტის და მაგისტრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. ბერძნულ-ქართული საზოგადოების საბჭოს აქტიური წევრი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი ინფორმატიკაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის "მართვის ავტომატიზებული სისტემების" კათედრის პროფესორი, დისციპლინების "მცირე ბიზნესის მართვის პროცესების ავტომატიზაცია", "მონაცემთა დამუშავების და მართვის ავტომატიზებული სისტემები" წამყვანი პროფესორი. რამდენიმე სახელმძღვანელოსა და 50–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრის თანამშრომელი მისი დაარსების პირველივე დღიდან. საკანდიდატო დისერტაციის თემა - თემაზე "Модели и алгоритмы оптимального планирования и управления производства и распределения продукции на уровне республика – регион", დაიცვა 1976 წელს. წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.277-278; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

